ახმეტაში მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია-სტერლიზაცია იწყება

536

ახმეტის მერიის ცნობით, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დიდი ხანია დგას მუნიციპალიტეტში. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის ინიციატივით უახლოეს დღეებში დაიგეგმება “დოგი დოკ”-ის მოძრავი კლინიკის ვიზიტი ახმეტაში და მიუსაფარი ძაღლების იზოლირება, უმტკივნეულო მეთოდით ბადის საშუალებებით განხორციელდება, მოხდება ვაქცინაცია, სტერილიზაცია და თითოეულის იდენტიფიკაცია – დანომრილი საჭდის ყურზე დამაგრებით.

“ყველა საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები აყვანის ადგილს დაუბრუნდებიან. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ვაქცინირებული ძაღლები კი საშიშროებას აღარ წარმოადგენენ მოსახლეობისათვის,” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.