გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში მდინარე ლეხურაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალუხვობის გამო, მდინარე ერთ-ერთ უბანს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ტექნიკა გაგზავნა. ტრაქტორით იმ ადგილის ჩახერგვას ცდილობენ, საიდანაც ლეხურამ, შესაძლოა, მიმართულება შეიცვალოს.
24 მარტის შემდეგ, უხვმა ნალექმა და თოვლმა, განსაკუთრებით, კავკასიონის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების ადიდება გამოიწვია. ლიახვის, ფრონესა და ლეხურას ადიდების შედეგად, ათეულობით სახლი დაიტბორა.