სიღნაღის სოფელ ნუკრიანში გზის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდა

459

სიღნაღის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 4 გარდამავალი პროექტი მიმდინარეობს. ყველა მათგანი 2020 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

ეს პროექტებია:

სოფელ ანაგაში „მთავარანგელოზის“ ხევის გაწმენდა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა;
სოფელ ნუკრიანში „ჭოტორის“ უბნის გზის რეაბილიტაცია;
სიღნაღი-წნორის გზიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ძვ. ანაგაში შიდა საუბნო გზების მოასფალტება;

ამ ეტაპზე „ჭოტორში“ სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან უახლოეს ხანში წყალსადენი ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იგეგმება, რის შემდეგაც განახლდება მუშაობა საგზაო ინფრასტრუქტურაზე.

სოფელ ანაგასა და ძვ. ანაგაში სამუშაოები ამ დროისთვის უწყვეტად მიმდინარეობს.

რაც შეეხება სიღნაღი-წნორის მონაკვეთიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელ გზას, ერთი ფენა ასფალტო-ბეტონი უკვე დაგებულია და შემდომი სამუშაოები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.