სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალაქ წნორიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზა კეთდება

569

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალაქ წნორიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 649 241 ლარია, რომლის ფარგლებშიც 1456 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარი დაიგება.

ამ დროისთვის წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელ გზაზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენა დაიგო და მეორე ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.