ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
როგორც პარლამენტის დეპუტატმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლადო კახაძემ განაცხადა, ამ ცვლილებას ნახევარი მილიონი ბავშვი ელოდება.
„ექიმის იქ (სკოლებში) ყოფნა დამატებითი ბერკეტი იქნება მოსწავლეებზე მზრუნველობის გასაზრდელად. 2021 წლის 15 სექტემბრიდან, იმ სკოლებში, სადაც უკვე 1000-ზე მეტი მოსწავლე ისწავლის სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფილი იქნება, ხოლო 2022 წლის 15 სექტემბრიდან დანარჩენი მოცულობის სკოლებში განევრცობა. გაჩნდება კიდევ ერთი სივრცე უმაღლეს და სპეციალურ საგანამანათლებლო ნაწილში, სადაც ექიმები შეიმოსებიან არამარტო პროფესიული ცოდნით, არამედ პედაგოგიური ცოდნითაც, რომ შემდეგ სკოლებში იქნება მათი შემოქმედების კიდევ ერთი გამოვლენა, რომ მოწაფეებთან არამარტო პროფესიული უნარ-ჩვევებით მივლენ, არამედ მათთვის გასაგები ახსნა- განმარტებებითაც“, – განაცხადა მან.