იმუნიზაციის საბჭო იმ დამატებითი ჯგუფის განსაზღვრაზე მსჯელობს, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლება

562

ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საბჭო იმ დამატებით ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლება.

ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.

აცრა შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.

რეგისტრაციისას მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.