კახეთში ცხოველების მართვის ინტერმუნიციპალური სააგენტო დაფუძნდება

2144

კახეთის რეგიონში 8 მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის რეგიონული ინტერმუნიციპალური სააგენტო შეიქმნება.

სააგენტოს შექმნის შესახებ საკითხი მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა განიხილეს და მერიებს თანხმობა მისცეს. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიზანი უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა იქნება.

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა უკვე დასრულდა, რომელიც კახეთის რვა მუნიციპალიტეტს მოემსახურება. მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. თავშესაფრის საქმიანობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. აღნიშნულ დაწესებულებაში მოწყობილია კარანტინის, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ბლოკები 100 ერთეული.

ასევე, თავშესაფარში შესაძლებელი იქნება ცოფზე აცრა, სრული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, სტერილიზაცია-კასტრაციის გზით პოპულაციის მართვა, სპეციალური საჭდეების გაკეთება, ცხოველთა გაჩუქების პროგრამა. ასევე შეიქმნება რეგიონის ერთიანი ელექტრონული ბაზა, იმუშავებს 8 სპეციალური ავტომობილი, 1 სწრაფი რეაგირების ავტომობილი, 24/7 ქოლცენტრი. საერთო ჯამში, ხელმისაწვდომი იქნება 80-მდე სახის მომსახურებობით სარგებლობა.