შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კვლავ, ცალკე სივრცეების მოწყობა იგეგმება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც გამოცდაზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. როგორც სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ გამოცდებთან დაკავშირებით რაიმე შეიცვლება, საზოგადოებისთვის გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე გახდება ცნობილი. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი სივრცეები მოვაწყოთ. თუმცა, თუ რაიმე შეიცვალა, გამოცდებამდე 2-3 კვირით ადრე გვეცოდინება",- განმარტავს გორგოძე. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის...
თბილისის მერიამ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პრევენციული სამუშაოების შესრულება დაიწყო. „ამ ეტაპზე ხორციელდება სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება, რაც დაიგეგმა სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ. მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის სამი მილი, რითაც მარაგდება დედაქალაქის გარკვეულ ნაწილი. პირველ რიგში, ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდება, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს ამ მილების...
ვაქცინაციის დამთავრების მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რეგულაციების შემსუბუქებაზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. "იმუნიზაციის დაწყება არაფერ კავშირშია რეგულაციების შესუსტებასთან. იმუნიზაციის დამთავრების მერე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ რეგულაციების შემსუბუქებაზე. ეს კარგად ჩანს იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც უკვე აცრილია მოსახლეობის საკმაო რაოდენობა. ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი სიტუაცია, როგორიც გვქონდა სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში. ბოლო 2-3 კვირაა, საბედნიეროდ მნიშვნელოვანი არა, მაგრამ შემთხვევების...
ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენ+“ შეასრულებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტლი მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარეგანათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამ დროისთვის ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე  მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 882 205 ლარი დაიხარჯება.
ზუგდიდის თეატრის მშენებლობის დასრულება 2021 წელს ვერ მოხერხდება. ამის შესახებ ინფორმაცია "რადიო ათინათს“ კომპანია „ატუში“ დაუდასტურეს. კომპანიის წარმომადგენელი სერგო კელენჯერიძე ამბობს, რომ მშენებლობის დასრულების ვადებმა შესაძლოა 2022 წლისთვის გადაიწიოს. მისივე თქმით, ამის მიზეზი პანდემიით გამოწვეული კრიზისია. „გასულ წელს გვქონდა შეფერხებები. მუშები და სხვა თანამშრომლები ვირუსით ​დაავადდნენ. სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. „ქართუსგან“ თანხას შესრულებული სამუშაოების მიხედვით ვიღებთ. ლარის კურსის ცვლილებას პროექტზე დიდი...
წლევანდელი თოვლიანობის დროს, თბილისის ზოოპარკის ბინადარმა მურა დათვმა ბარნიმ, ფენოტიპური ტრანსფორმაცია განიცადა და გათეთრდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. “დღეს ჩვენს დათვზე, ბარნიზე, უნდა გიამბოთ. მურა დათვის დაობლებული ბელი ბარნი რამდენიმე წლის წინ ვიშვილეთ. მოგვეჩვია-მივეჩვიეთ, შეგვიყვარდა-შევუყვარდით. მარტის დასაწყისში, ზოოპარკში მისულ თანამშრომლებს ვოლიერში, სადაც ბარნი და მისი თვისტომები ბინადრობენ, თეთრი დათვი დახვდათ. ადვილი წარმოსადგენია მომვლელების გაოცება. საიდან უნდა მოხვედრილიყო მურა დათვებთან თეთრი...
საქართველოში პირველად ხანდაზმულთა საკითხებზე სპეციალური პორტალი შეიქმნა. "უფროსი თაობის პორტალი“ - ამ სახელწოდებით სპეციალური ვებგვერდი იწყებს ფუნქციონირებას. taoba.org.ge მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ხანდაზმული მოსახლეობისთვის არის საინტერესო. ამასთან, სოციალურ ქსელ facebook-ში შექმნილია გვერდი „თაობა - ხანდაზმულთა სახლი“, სადაც ხელმისაწვდომი იქნება საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის საინტერესო მრავალფეროვანი ინფორმაცია, ტექსტური, აუდიო- და ვიდეო ფორმატით, ასევე, შესაძლებელი იქნება შეკითხვის დასმა და პასუხის მიღება. პროექტის...
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 11 320 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. "ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმა“ მოაწყო წყლის სისტემა, შემდგომ კი, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა - წყალარინების ახალი ქსელი. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს", - განმარტავენ გამგეობაში. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს...
ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქეებისთვის თემის მობილიზატორის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. თემის მობილიზატორის პოზიციაზე შერჩეული პირი 4 თვით, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან 30 აგვიტომდე დასაქმდება და თვიურად ანაზღაურების სახით 630 ლარს მიიღებს. პოზიციაზე შერჩეულ პირს ევალება: ქედის მონაწილეობითი (სამოქალაქო)  ბიუჯეტის პოპულარიზაციის ფარგლებში, მობილიზატორები ვალდებულნი იქნებიან: ყოველ კვირეულად, 4 დღის განმავლობაში დაბა ქედასა და 64 სოფელში,...
გორის მუნიციპალური ტრანსპორტი 1 აპრილიდან შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებს. ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მარშრუტების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს გორის სხდომაზე მიიღეს. ქალაქში მუნიციპალური ავტობუსები თვეზე მეტია მოძრაობს, ამ დრომდე მარშრუტებში ცვლილება რამდენჯერმე მოხდა, მოსახლეობის ნაწილი მარშრუტების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ასევე ითხოვენ ავტობუსების დამატებას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ტერიტორიული ორგანო დროებით დაიკეტა. მიზეზი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. კოვიდ-19- ის შემთხვევის გამო, ორგანოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელში, თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიული ორგანო დისტანციურად იმუშავებს. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა მიიღეს. “ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს კონტაქტები და ასე გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირებულს შეხება...
წინა სტატია იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან. დიალიზზე მყოფი პაციენტები აცრის გაკეთებას იმავე კლინიკაში შეძლებენ, სადაც დიალიზის თერაპიას გადიან. ასევე იქმნება სათადარიგო სიები, რათა ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 6 757 ადამიანს ჩაუტარდა.14...
კახა კალაძე არ არის ის ლიდერი, რომელიც თამაშს ვადამდე ტოვებს და ტოვებს ისე, რომ თავისი პირობები არ შეასრულოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში. მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და დიალოგის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას აქტიურად დაიწყებს. მისივე თქმით, მერობის კანდიდატის დასახელება ჯერ ადრეა, თუმცა პირველი, ვინც გუნდისგან შეთავაზებას მიიღებს, კახა კალაძე...
ისნის რაიონში, ვაზისუბნის IV მ/რ-ში, I კვ. N13 კორპუსის მიმდებარედ 400კვ.მ. ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო. გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკვერში სკამები და ურნები დამონტაჟდა, ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, გაკეთდა ახალი ლედ განათება. პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 88 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები შპს “სგ ჯგუფმა“ განახორციელა.
ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. "ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში N26 კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დაიწყო. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსში კი, ლიფტი განახლდა. გარდა ამისა, სხვადასხვა მისამართზე მრავალბინიანი სახლების გადახურვის რეაბილიტაცია დასრულდა. მათ შორისაა ერისთავის N16-ის ქანობიანი სახურავი, ატენის N18-ში კი, აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ამ დროისთვის, სხვა მისამართებთან ერთად გზის საფარის მოწესრიგება რამიშვილის N2-ში დაიწყო. პროექტის შედეგად,...
მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 48 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა და ასფალტის ძველი საფარი ახლით 65 მისამართზე შეიცვალა, - აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კრწანისის რაიონში მარნეულის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. "ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე, გრუნტიანი გზის ნაცვლად, 12 000 კვ/მ-ზე ასფალტის საფარი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ