თბილისის მერიამ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების პრევენციული სამუშაოები დაიწყო

286

თბილისის მერიამ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პრევენციული სამუშაოების შესრულება დაიწყო.

„ამ ეტაპზე ხორციელდება სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება, რაც დაიგეგმა სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ.

მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის სამი მილი, რითაც მარაგდება დედაქალაქის გარკვეულ ნაწილი. პირველ რიგში, ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდება, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს ამ მილების წყლისგან დაცლა და ჩაკეტვა. ასევე დაწყებულია დროებითი წინაღობის მოწყობა, კეთდება კედლის ვერტიკალური საბჯენი (ე.წ. კონტრფორსი)“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.