გორის მუნიციპალური ტრანსპორტი 1 აპრილიდან შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებს.
ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მარშრუტების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს გორის სხდომაზე მიიღეს.
ქალაქში მუნიციპალური ავტობუსები თვეზე მეტია მოძრაობს, ამ დრომდე მარშრუტებში ცვლილება რამდენჯერმე მოხდა, მოსახლეობის ნაწილი მარშრუტების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ასევე ითხოვენ ავტობუსების დამატებას.