ისნის რაიონში, ვაზისუბნის IV მ/რ-ში, I კვ. N13 კორპუსის მიმდებარედ 400კვ.მ. ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.
გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკვერში სკამები და ურნები დამონტაჟდა, ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, გაკეთდა ახალი ლედ განათება.
პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 88 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები შპს “სგ ჯგუფმა“ განახორციელა.