თბილისში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

300

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 11 320 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

“ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმა“ მოაწყო წყლის სისტემა, შემდგომ კი, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა – წყალარინების ახალი ქსელი. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს”, – განმარტავენ გამგეობაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ლ. ენდ ლ“ ახორციელებას. პროექტი დაფინანსებულია 1 014 703 ლარით.