ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქეებისთვის თემის მობილიზატორის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.
თემის მობილიზატორის პოზიციაზე შერჩეული პირი 4 თვით, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან 30 აგვიტომდე დასაქმდება და თვიურად ანაზღაურების სახით 630 ლარს მიიღებს.
პოზიციაზე შერჩეულ პირს ევალება:
- ქედის მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტის პოპულარიზაციის ფარგლებში, მობილიზატორები ვალდებულნი იქნებიან: ყოველ კვირეულად, 4 დღის განმავლობაში დაბა ქედასა და 64 სოფელში, მიაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეებს, ქედის მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ, კარდაკრის კამპანიის ფარგლებში;
- ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში, აწარმოონ კონსულტაციები და გაუწიონ დახმარება მოქალაქეებს, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინ რეგისტრაციის პროცესში;
- მონაწილეობა მიიღონ, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში ჩასატარებელი კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში და შეასრულონ დამკვირვებლის როლი, სამი დღის განმავლობაში;
- ყოველკვირეულად, შეადგინონ წერილობითი ანგარიში, შესრულებული სამუშაოს შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ქართული ენის (წერითი და ზეპირი) სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) ცოდნა;
- ელექტრონული ფოსტით სარგებლობის გამოდილება;
- უპირატესობა მიანიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს.
აღსანიშნავია, რომ შერჩეულ კონკურსანტებს უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, სამუშაოს დაწყებამდე ჩაუტარდებათ ტრენინგების კურსი, თემებზე:
- ადილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები;
- სამოქალაქო ბიუჯეტირება;
- თემში მუშაობა;
- პრობლემის ანალიზი;
- საპროექტო განაცხადის შედგენა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: ijhbatumi2001@gmail.com-ზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV), საკონტაქტო ინფორმაცია.
შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:
- წარდგენილი რეზიუმეს (cv) ანალიზი;
- გასაუბრება – კომპეტენციის დონის დადგენის ან უნარების განსაზღვრის მიზნით. შესაძლოა, კანდიდატს მოეთხოვოს პრაქტიკული სავარჯიშოს/დავალების შესრულება.
სავალდებულოა ელ.ფოსტის დასახელებაში (Subject) ჩაიწეროს – ვაკანსია
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აღნიშნულ ნომერზე – 593 30 71 55 .
ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის “ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციუტ დონეზე დანერვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად”. რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.