ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

368

ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში N26 კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დაიწყო. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსში კი, ლიფტი განახლდა.

გარდა ამისა, სხვადასხვა მისამართზე მრავალბინიანი სახლების გადახურვის რეაბილიტაცია დასრულდა. მათ შორისაა ერისთავის N16-ის ქანობიანი სახურავი, ატენის N18-ში კი, აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან, ამ დროისთვის, სხვა მისამართებთან ერთად გზის საფარის მოწესრიგება რამიშვილის N2-ში დაიწყო. პროექტის შედეგად, 1 100 კვ. მ ფართობის შიდა ეზო რეაბილიტირდება”, – განმარტავენ ვაკის გამგეობაში.