ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო

451

ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენ+“ შეასრულებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტლი მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარეგანათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ამ დროისთვის ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე  მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 882 205 ლარი დაიხარჯება.