კორონავირუსის შემთხვევის გამო ბაკურციხის ტერიტორიული ორგანო დაიკეტა

351

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ტერიტორიული ორგანო დროებით დაიკეტა. მიზეზი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. კოვიდ-19- ის შემთხვევის გამო, ორგანოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელში, თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიული ორგანო დისტანციურად იმუშავებს.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა მიიღეს.

“ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს კონტაქტები და ასე გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირებულს შეხება თანამშობლების გარდა, ადგილობრივებთანაც ჰქონდა, ამ ეტაპზე სოფელში მასობრივი კვლევის ჩატარების აუცილებლობა არ დგას”- განაცხადა გოგაშვილმა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონში, კორონავირუსის შემთხვევების, რამდენიმე ერთეულით ზრდა ფიქსირდება.