ხვალიდან მთაწმინდის პარკი გაიხსნება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პარკი სრულად ფუნქციონირებას დაიწყებს. სტუმრებს ხვალ, 12:00 საათიდან, ატრაქციონებით, გასართობი და კვების ობიექტებით სარგებლობა შეეძლებათ.
ადგილზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები. გახსნასთან დაკავშირებით კი, ხვალ საბავშვო ზონის ყველა ატრაქციონზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
ატრაქციონების სამუშაო საათები 12:00-19:00 იქნება, ფუნიკულიორის კი - 11:30-19:30.
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტო გამარტივებული წესით საკვებ პროდუქტს ყიდულობს. 16 დასახელების საკვები პროდუქტის შესაძენად ბიუჯეტიდან 62 964 ლარია გათვალისწინებული.
პირდაპირი წესით შესყიდვა საბიუჯეტო ორგანზიაციისთვის 5000 ლარამდე ფარგლებშია დაშვებული, თუმცა სააგენტო განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობა გამოცხადებული ტენდერის ჩავარდნითაა განპირობებული.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ შესაძენი პროდუქტი:
"ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ ბოსტნეულის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შევწყვიტეთ მასში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო,ბოსტნეულის გარეშე გორის...
თბილისის მერიასთან სოფელ თხინვალას მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში მდებარე სტადიონი თბილისის მერიამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, აუქციონი შეჩერდეს და სტადიონთან სათანადო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. აქციაზე იმყოფებოდა „ლეიბორისტული პარტიი " ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა, აქციები გაგრძელდეს და თბილისის მერიის წინ კარვებიც გაიშალოს.
„კალაძეს და ივანიშვილს საქართველო...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის კომპანიას შპს "ბუქო777" ხელშეკრულებას გაუფორმებს.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რაც შეეხება მომდევნო კონსოლიდირებულ ტენდერს, ის 26 მარტს გამოცხადდა, რის გამოც შეუძლებელი იქნებოდა 1 აპრილიდან კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, მოსწავლეთა უწყვეტად და დროულად გადაადგილების მომსახურების განხორციელება.
"აღნიშნული შესყიდვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოსწავლეები ვერ შეძლებდნენ...
ხუნევის საბავშვო ბაღს ახალი შენობა სჭირდება. ამ ბაღის 1986 წელს აგებული შენობა ავარიულია და იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ამჟამად ხუნევის საბავშვო ბაღში 21 აღსაზრდელია. ამ თემაზე ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურას მუნიციპალური განვითარების ფონდი აწესრიგებს.
რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობაც მგფ-ის დაფინანსებით აიგოს, – ამ შეკითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი შენგელიას მივმართეთ.
გიორგი შენგელია...
გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 984 994 ლარია, ხოლო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება.
"სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე გრძელდება, 536 მეტრია. რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის აღნიშნული მონაკვეთიც მდინარე მეჯუდას სანაპიროს მიუყვება.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება გზის როგორც საავტომობილო ,ასევე საფეხმავლო ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც", - განმარტავენ მერიაში.
ასევე, იგეგმება სკვერის, გარეგანათების, მოაჯირის მოწყობა და...
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 2020 წლის განმავლობაში სასმელი წყალი 18 სხვადასხვა ადგილზე შეამოწმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გამანაწილებელი ქსელებიდან წყალი შემოწმდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში, ქვახვრელსა და თედოწმინდაში, ასევე, შემოწმდა სათავე ნაგებობა კარალეთში. უშუალოდ ქალაქში, წყალი შემოწმდა შემდეგ ადგილებზე: ცხინვალის გზატკეცილი 47, ჭონქაძის 9, თარხნიშვილის 16, მშვიდობის 26 და ა.შ
ლაბორატორიის ცნობით, კრიტიკული დარღვევები არცერთ შემთხვევაში არ გამოვლინდა.
ჯერ კიდევ 10 წლის წინ დანონსებული ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობა, არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, დასასრულს უახლოვდება. ობიექტი ექსპლუატაციაში აპრილის ბოლოს უნდა შევიდეს. ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე, მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პოლიგონის ამოქმედების შემდეგ, რეგიონში არსებული ყველა ნარჩენი, თავს სწორედ ამ სივრცეში მოიყრის. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
პროექტს, რომლის განხორციელებაც 2010 წელს დაანონსდა, დღეს ასეთი სახე აქვს. ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობა დასკვნით...
ძირულას ხეობის სოფლებიდან მოსახლეობას ხარაგაულის ცენტრამდე ტრანსპორტირება უჭირს. ცენტრალურ მაგისტრალზე საქალაქთაშორისო მარშრუტების მძღოლები მოკლე მანძილზე მგზავრების გადაყვანისგან თავს იკავებენ. ხარაგაულამდე მოსასვლელად მოსახლეობას ტრანსპორტიდან ტრანსპორტში გადაჯდომა უწევს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის 20 ათასი ლარია განსაზღვრული.
„ძირულას ხეობის მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – ხევი-ნადაბურიდან ხარაგაულში ძირულას გავლით...
ხუნევის სკოლასთან ოპტიმიზირებული გედსამანიის სკოლის თანამშრომლები მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამ პრობლემას ისინი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წინაშე 2018 წლის შემდეგ აყენებენ, – რაც ამ სოფელს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ გედსამანიის სკოლას დამოუკიდებელი სკოლის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს. ამისთვის სკოლამ ავტორიზაცია უნდა გაიაროს, რისთვისაც, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ის ამბობს,...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-სა და მოსწავლეთა 0,02%-ს დაუდასტურდა.
დგებუაძის ინფორმაციით, 2 085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი იმყოფება. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასია.
"Covid-19-ის გავრცელების სხვადასხვა პარამეტრი სკოლებში ოდნავ გაზრდილია, რაც ძალიან საყურადღებოა....
მოუწესრიგებელი გზის პრობლემა აქვთ ქედაში, სოფელ მახუნცეთის მცხოვრებლებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
გარდა იმისა, რომ წყლის გუბეები და ორმოები ადგილობრივებს აწუხებთ, სოფელს ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ, რის გამოც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აუცილებლობას წარმოადგენს. თითქმის იგივე პრობლემა აქვთ სოფელ ბზუბზუს მკვიდრებსაც.
მოსახლეობის პრობლემების პასუხად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზების მოწესრიგებისა და ხიდების მშენებლობისთვის თანხები გამოყოფილია.
ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ შერჩეული პროექტების დამტკიცებას ხმაური მოჰყვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა, განაცხადა, რომ გასულ წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ჯერ კიდევ დაუსრულებელია.
„საქარიქედში მოსახლეობას წყალი ჯერ კიდევ არ მიეწოდება. წყლის სისტემის მოწესრიგება ინდმეწარმე „თამაზ შავიძეს“ დაევალა, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება. ეს პიროვნება „ქართული ოცნების“ კოორდინატორია. თეთრაწყაროში ვეფხვაძეების უბანში,...
წალენჯიხის სოფლების ჭალესა და ფახულანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ასფალტბეტონის საფარი 7, 623 კმ. სიგრძის მონაკვეთზე უნდა მოეწყოს. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების, წყალამრიდი მილებისა და გაბიონების მოწყობა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 453 494 შეადგენს.
სამუშაოები, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, დაახლოებით, 1 წელში უნდა დასრულდეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნული თანხა საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო. ტენდერი მსოფლიო ბანკის...
31 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 16-საკითხი განიხილეს. საკრებულომ, "ნაციონალური მოძრაობის'' ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დაამტკიცა.
ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ'' და "ქრისტიან კონსერვატიულმა'' პარტიებმა ფრაქციის დაშლის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ახალი გაერთიანებული ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს, თვლიან რომ გადაწყვეტილება უსამართლო და არაკანონიერი იყო.
უფლებამოსილება შეუწყდა ბონდო თედორაძეს, რომელიც პარტიული სიით იყო არჩეული. მის ნაცვლად,...
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ავტობუსების რეცხვის მომსახურება შეისყიდა. უწყებამ ხელშეკრულება ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ შატაკიშვილს გაუფორმა. შატაკიშვილს სააგენტომ 185 295 ლარი უნდა გადაუხადოს. ხელშეკრულება 29 მარტიდან წლის ბოლომდე გაფორმდა.
"მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე არსებული 30 ავტობუსის რეცხვის მომსახურება ყოველდღიურად, უქმეების ჩათვლით, სააგენტოს კუთვნილ ბოქსებში, მიმწოდებლის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენებით", - ვკითხულობთ სატენდერო პირობებში.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 277 დღეა....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































