გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტო გამარტივებული წესით საკვებ პროდუქტს ყიდულობს. 16 დასახელების საკვები პროდუქტის შესაძენად ბიუჯეტიდან 62 964 ლარია გათვალისწინებული.
პირდაპირი წესით შესყიდვა საბიუჯეტო ორგანზიაციისთვის 5000 ლარამდე ფარგლებშია დაშვებული, თუმცა სააგენტო განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობა გამოცხადებული ტენდერის ჩავარდნითაა განპირობებული.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ შესაძენი პროდუქტი:
“ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ ბოსტნეულის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შევწყვიტეთ მასში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო,ბოსტნეულის გარეშე გორის მუნიციპალიტეტის 64 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ვერ იქნება სრულფასოვანი კვება. წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი ტენდერის შედეგი. რის გამოც განპირობებულია პირდაპირი წესით შესყიდვა”, – განმარტავენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.