თბილისის მერიასთან სოფელ თხინვალას მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

422

თბილისის მერიასთან სოფელ თხინვალას მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში მდებარე სტადიონი თბილისის მერიამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, აუქციონი შეჩერდეს და სტადიონთან სათანადო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. აქციაზე იმყოფებოდა „ლეიბორისტული პარტიი ” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა, აქციები გაგრძელდეს და თბილისის მერიის წინ კარვებიც გაიშალოს.

„კალაძეს და ივანიშვილს საქართველო პირადი საკუთრება ჰგონიათ. არ ტოვებენ ბაღს, პარკს, სკვერს, სტადიონს, მთას, ბარს, ზღვას და მდინარეს. ცდილობენ, ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიფორმონ, ამის ნიმუშია რაც ხდება სოფელ თხინვალასთან მიმართებით, სადაც ერთადერთი სტადიონია, რომელიც 50 წელია ხალხმა შეინახა და საკუთარი საჭიროებისთვისაც კი არ გამოიყენა იმიტომ, რომ ის ემსახურება, როგორც სოფელ თხინვალს, ასევე ადგილობრივ სოფლებს. სტადიონი აუქციონზე გაიტანეს მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ არაერთხელ იბრძოლა და მსგავსი მცდელობები ჩაშალა“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.