გორში 18 მისამართზე წყლის ხარისხი შეამოწმეს

587

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 2020 წლის განმავლობაში სასმელი წყალი 18 სხვადასხვა ადგილზე შეამოწმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გამანაწილებელი ქსელებიდან წყალი შემოწმდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში, ქვახვრელსა და თედოწმინდაში, ასევე, შემოწმდა სათავე ნაგებობა კარალეთში. უშუალოდ ქალაქში, წყალი შემოწმდა შემდეგ ადგილებზე: ცხინვალის გზატკეცილი 47, ჭონქაძის 9, თარხნიშვილის 16, მშვიდობის 26 და ა.შ

ლაბორატორიის ცნობით, კრიტიკული დარღვევები არცერთ შემთხვევაში არ გამოვლინდა.