გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის კომპანიას შპს “ბუქო777” ხელშეკრულებას გაუფორმებს.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რაც შეეხება მომდევნო კონსოლიდირებულ ტენდერს, ის 26 მარტს გამოცხადდა, რის გამოც შეუძლებელი იქნებოდა 1 აპრილიდან კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, მოსწავლეთა უწყვეტად და დროულად გადაადგილების მომსახურების განხორციელება.
“აღნიშნული შესყიდვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოსწავლეები ვერ შეძლებდნენ დროულად და უწყვეტ რეჟიმში გადაადგილებას საკუთარი ძალებით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობას და შეზღუდავდა განათლების მიღების შესაძლებლობას. გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა მას შემდეგ, რაც გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით და მომსახურების მიწოდების ვადა ამოეწურა, სააგენტოს თანხმობის საფუძველზე გაფორმებულ N29 ხელშეკრულებას”, – ნათქვამია შესყიდვების ვებგვერდზე.