ხვალიდან მთაწმინდის პარკი იხსნება

1129

ხვალიდან მთაწმინდის პარკი გაიხსნება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პარკი სრულად ფუნქციონირებას დაიწყებს. სტუმრებს ხვალ, 12:00 საათიდან, ატრაქციონებით, გასართობი და კვების ობიექტებით სარგებლობა შეეძლებათ.

ადგილზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები. გახსნასთან დაკავშირებით კი, ხვალ საბავშვო ზონის ყველა ატრაქციონზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

ატრაქციონების სამუშაო საათები 12:00-19:00 იქნება, ფუნიკულიორის კი – 11:30-19:30.