დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოაქვეყნა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 600 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
"საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 6000-ზე მეტ დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის...
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყოველდღიური შრომით, თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტს გააკეთებს.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხელ პირობას...
გორის მუნიციპალიტეტის 64 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღი არ ფუნქციონირებს, ამის შესაზებ ინფორმაციას გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განმარტებით სამი ბაღი სარეაბილიტაციო სამუშაოების, ხოლო ერთი კორონავირუსის გამო დაიხურა. მათივე ცნობით, ბაღებში აღსაზრდელთა დასწრება თავისუფალია.
"ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში 64 - დან მხოლოდ 4 საბავშვო-ბაღი არ ფუნქციონირებს. კარალეთი, გარეჯვარი და გორის მე-14 სარეაბილიტაციო სამუშაოების ხოლო, ერთი გორის მე-11 კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო დაიხურა. ", - ნათქვამია...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 391 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 154 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის...
მას შემდეგ, რაც ელექტრონული სისტემები დამონტაჟდება, გორის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდება.
ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ სისტემის დამონტაჟებას დრო სჭირდება.
"როდიდან მოხდება ავტობუსში ბარათით გადახდა, დამოკიდებულია ტექნიკურ მხარეზე. ავტობუსებში უნდა დამონტაჟდეს გადახდის ელექტრონული სისტემები. ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს, უბრალოდ გარკვეული დროა საჭირო", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მიმართა, ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით სულისკვეთება გაიზიარონ და რეაბილიტაციის, რესტავრაციის ხაზი გააძლიერონ.
,,მინდა აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მოვუწოდო, გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით იყო და ვთხოვო, მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი. პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში რაიმე ტიპის ქაოტური განაშენიანება გვქონდეს. დარწმუნებული...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოკლე მანძილზე ტრანსპორტის ნაცვლად, ფეხით იარონ.
„ყველანაირი დაუცველი თავშეყრა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს. მთავარი ჩვენი თვითშეგნება და თვითდისციპლინაა. გაზაფხულია ახლა და ფეხით მეტად ვიაროთ. ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ორ გაჩერებაზე ავტობუსით მგზავრობა. რა ჯობია ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას. ორი-სამი კილომეტრი რომ გაიაროთ ცუდია?“,...
ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. პირველი შეხვედრა 8 აპრილს გაიმართება. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, გეგმის საბოლოო ვერსია შემუშავებული არ არის და წარმოდგენილი დოკუმენტი ქუთაისის განვითარების ხედვებს მოიცავს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს" ხელმძღვანელი, რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ ქუთაისში საჯაროდ ის დოკუმენტი განიხილება, რომელიც თბილისში იყო წარდგენილი.
"თბილისში გამართული შეხვედრის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხეების, დეკორატიული მცენარეებისა და ნერგების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ მცენარეების შესაძენად 81 000 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მერია 12 დასახელების მცენარეს შეიძენს.
ტენდერის მიხედვით მერია 30 ესპანურ სოჭს, 30 შავ ფიჭვს, 15 ჰიმალაურ კედარს, 31 ძახველს, 40 პირამიდარულ ფორმის ბზას, 20 ოვალურ
გორის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია სურთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია სოფელში კულტურული სივრცეების არსებობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ერთი-ერთი შეხვდრის დროს, აღნიშნული თხოვნა გორის მუნიციპალიტეტის მერსაც გააცნეს.
"სოფელში რა თქმა უნდა ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კულტურის სახლის რეაბილიტაცია. სანამ ძალიან დაზიანდებოდა ცეკვის წრეც იყო გახსნილი, ბავშვები დადიოდნენ და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდათ. უფრო ადრე კი კონცერტებიც...
სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია გაიწმინდა სოფელ ხელთუბანში, რის შემდეგაც აღნიშნულ მონაკვეთზე გაიჭრა სანიაღვრე არხი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა სოფლებში: ახალშენი, ახალსოფელი, ზეღდულეთი, ქვემო სობისი, ბერშუეთი და კირბალი.
"ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფელში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადების მქონე პირების ჩართვაზე და შეიქმნება მაღალი რისკის ადამიანების სია, ვინც ვაქცინაციის მიზნით რეგისტრაციას შეძლებენ.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი სია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე განთავსდება.
„შემდეგ კვირაში განვიხილავთ „სინოფარმის“ გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, ეს არის ქრონიკური დაავადების მქონე...
ჯანდაცვის მინისტრმა, ღრმა მწუხარება გამოთქვა აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ოკუპაციის რეჟიმისგან თავის დაღწევის გზა გაამარტივოს.
„ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, უწევთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და შესაბამისი მომსახურების მიღება, ჩვენ 1 500-მდე ბენეფიციარს გავუწიეთ...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად წინასწარ დარეგისტრირდებიან.
როგორც ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.
„შექმნება ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გევრდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც...
სწავლის გადასვლა დისტანციურ რეჟიმზე ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უმჯობესია, რომ ბავშვებმა გააგრძელონ საკლასო ოთახებში სწავლა, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა თუკი ეპიდვითარება ამის საშუალებას არ მოგვცემს, ისევ მოგვიწევს დისტანციური რეჟიმის გამოყენება.
„სკოლებში დღესაც ჰიბრიდული მოდელი მოქმედებს. როდესაც სასწავლო დაწესებულებაში ფიქსირდება ინფიცირების ფაქტი, ის სკოლა გადადის დისტანციურ...
კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მოსახლეობის სწრაფი ტესტირება და თერმოსკრინინგი გრძელდება.
ამ დროისთვის გამოკვლეულია 600-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 22-ის შემთხვევაში ტესტის პასუხი დადებითია. სოფელში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფოთის „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება. რაც შეეხება ვაქცინაციას, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 178 ადამიანი უკვე აიცრა.
პოლიციის 6 საკონტროლო პუნქტია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც მოსახლეობის მასობრივი ტესტირება აქტიურად გრძელდება.
ეპიდვითარების გართულების გამო, ოთხ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































