სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია გაიწმინდა სოფელ ხელთუბანში, რის შემდეგაც აღნიშნულ მონაკვეთზე გაიჭრა სანიაღვრე არხი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა სოფლებში: ახალშენი, ახალსოფელი, ზეღდულეთი, ქვემო სობისი, ბერშუეთი და კირბალი.
“ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფელში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი.” – აღნიშნავენ კეთილმოწყობის სააგენტოში.