მას შემდეგ, რაც ელექტრონული სისტემები დამონტაჟდება, გორის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდება.
ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ სისტემის დამონტაჟებას დრო სჭირდება.
“როდიდან მოხდება ავტობუსში ბარათით გადახდა, დამოკიდებულია ტექნიკურ მხარეზე. ავტობუსებში უნდა დამონტაჟდეს გადახდის ელექტრონული სისტემები. ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს, უბრალოდ გარკვეული დროა საჭირო”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში