გორის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია სურთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია სოფელში კულტურული სივრცეების არსებობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ერთი-ერთი შეხვდრის დროს, აღნიშნული თხოვნა გორის მუნიციპალიტეტის მერსაც გააცნეს.
“სოფელში რა თქმა უნდა ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კულტურის სახლის რეაბილიტაცია. სანამ ძალიან დაზიანდებოდა ცეკვის წრეც იყო გახსნილი, ბავშვები დადიოდნენ და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდათ. უფრო ადრე კი კონცერტებიც კი ტარდებოდა. დროთა განმავლობაში ჭერი და კედლები ისე დაზიანდა, რომ იქ შესვლა და რაიმე აქტივობის განხორციელბა საშიში გახდა”, -ამბობენ მეჯვრისხეველები.