გორის მუნიციპალიტეტის 64 ბაღიდან 4 არ ფუნქციონირებს

948

გორის მუნიციპალიტეტის 64 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღი არ ფუნქციონირებს, ამის შესაზებ ინფორმაციას გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით სამი ბაღი სარეაბილიტაციო სამუშაოების, ხოლო ერთი კორონავირუსის გამო დაიხურა. მათივე ცნობით, ​ბაღებში აღსაზრდელთა დასწრება თავისუფალია.

“ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში 64 – დან მხოლოდ 4 საბავშვო-ბაღი არ ფუნქციონირებს. კარალეთი, გარეჯვარი და გორის მე-14 სარეაბილიტაციო სამუშაოების ხოლო, ერთი გორის მე-11 კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო დაიხურა. “, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში

გორის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში დასწრება თავისუფალია.