რიჟვაძე: მოვუწოდებ ზონალურ საბჭოს, გაითვალისწინონ ის სულისკვეთება, რაც ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით იყო

313

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მიმართა, ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით სულისკვეთება გაიზიარონ და რეაბილიტაციის, რესტავრაციის ხაზი გააძლიერონ.

,,მინდა აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მოვუწოდო, გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით იყო და ვთხოვო, მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი. პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში რაიმე ტიპის ქაოტური განაშენიანება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრებიც ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.