გაბუნია: სწავლის გადასვლა დისტანციურ რეჟიმზე ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილებაა

335

სწავლის გადასვლა დისტანციურ რეჟიმზე ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უმჯობესია, რომ ბავშვებმა გააგრძელონ საკლასო ოთახებში სწავლა, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა თუკი ეპიდვითარება ამის საშუალებას არ მოგვცემს, ისევ მოგვიწევს დისტანციური რეჟიმის გამოყენება.

„სკოლებში დღესაც ჰიბრიდული მოდელი მოქმედებს. როდესაც სასწავლო დაწესებულებაში ფიქსირდება ინფიცირების ფაქტი, ის სკოლა გადადის დისტანციურ მოდელზე. სკოლების გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე ყველაზე ნაკლებად სასურველი გადაწყვეტილებაა. უმჯობესია, რომ ბავშვებმა გააგრძელონ საკლასო ოთახებში სწავლა, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა თუკი ეპიდვითარება ამის საშუალებას არ მოგვცემს, ისევ მოგვიწევს დისტანციური რეჟიმის გამოყენება“, – განაცხადა გაბუნიამ.