რუსთავში რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
რუსთავის მერიის ცნობით, ახალგაზრდობის პარკში და პროფესიულ-დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. ორივე პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს და მათი ჯამური ღირებულება 3 მლნ 328 011 ლარია.
სკვერები ეწყობა საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებშიც. ერთ-ერთი მათგანია 21-ე მიკრორაიონის #21 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 339 800...
დედაქალაქში ხვალიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდება. აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება:
დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) - დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა - არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III - I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაკისჯვარში, ბახვსა და ცრემლისხიდში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. შესრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
,,საკმაოდ რთული სიანჟინრო სამუშაოებია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხის ინვესტირება გვაძლევს საშუალებას, რომ რამდენიმე სოფელს მივაწოდოთ ხარისხიანი მაღალი სტანდარტის წყალი. წლების განმავლობაში...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 731 326 ლარია.
ტენდერის გამოცხადებამდე მერიამ ერთ-ერთი კომპანიის დახმარებით პროექტი შეადგინა, რომელშიც მოცემული ინფორმაციაც მშენებელმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს.
"საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია მდგრადია და იმყოფება დამაკმაყოფილებელ პირობებში" , - ვკითხულობთ პროექტში.
გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად მერია 210-დღიან ვადას აძლევს. ტენდერზე წინადადებების მიღება 13 მაისს დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავი-ატენის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა დაათვალიერა და როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, იმის გარდა, რომ საავტომობილო გზა სრულად რეაბილიტირდება და შედეგად ადგილობრივებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ პირობები, საგზაო ინფრასტრუქტურით სარგელობას ტურისტებიც შეძლებენ.
"პროექტის ფარგლებში მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, ასევე, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე, ისე,...
14 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
სკოლებთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიან სასწავლო პროგრამაზე სწავლობენ, პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლებში გაივლიან. ეს იქნება ერთწლიანი პრაქტიკა, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტებმა სამაგისტრო შრომები უნდა დაიცვან. ამ შრომისთვის საჭირო მასალები კი მათ ადგილზე, სკოლებში...
დაბა ასპინძის ცენტრში კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია: პარკში ადმინისტრაციული შენობის, ველო და საფეხმავლო ბილიკების, ორი შადრევნის, საპირფარეშოს, ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის, ჭადრაკის მოედნის, წყაროს, 9 აპრილის მონუმენტის, პარკის ტერიტორიის გამწვანების, პარკირების მოწყობა.
აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 836 948 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გია კონსტრაქმშენი’’.
დაბა ასპინძაში უახლოეს მომავალში ახალი რეაბილიტირებული, სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური...
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ოზურგეთში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა დასრულდა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე სახელმწიფო ა(ა)იპ-ის Open Net-ის ხელმძღვანელმა მარიამ სულაბერიძემ განაცხადა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ოზურგეთში პროექტის დასრულების შემდეგ Open Net-ის ხელმძღვანელმა კომუნიკაციების კომისიისგან მოითხოვა ავტორიზაცია მაგისტრალური ქსელის ელემენტებზე, მხოლოდ კომპანიების მომსახურების და არა აბონენტების მომსახურების ნაწილში, რამდენადაც გაცხადებულია, რომ “სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის” ფარგლებში Open Net სხვა...
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობის თხოვნით, ბაგრატიონის ქუჩის N70-ში მდებარე თბილისური ტიპის ეზოში საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაციას ახორციელებს.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, კიბის საფეხურები დამონტაჟდა და უსაფრთხოების მოაჯირი მოეწყო. ასევე, კონსტრუქციის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 838 ლარი გამოიყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის ინიციატივით, შპს „აის“-ის ახალქალაქის ჰესი-1 და ახალქალაქის ჰესი-2-ის პროექტის მენეჯერ ლაშა მგელაძესთან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერ ნინო თევდორაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, მერიის წარმომადგენლები, ახალქალაქის სერვის-ცენტრის წარმომადგენელი აღვან აბაჯიანი და საკრებულოს დეპუტატები.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად წამოჭრილი პრობლემური საკითხები, კერძოდ,...
კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე გრუნტის გზის ნაცვლად ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
"კრწანისის რაიონის გამგეობამ ასფალტის ახალი საფარი 1000 კვ.მ-ზე გამოცვალა.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 27000 ლარი გამოიყო", - განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 5000 კვ.მ-ზე მოწესრიგდა და სამუშაოები სხვადასხვა მისამართებზე აქტიურ ფაზაშია.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახალციხეში, ე.წ სამხედრო დასახლებაში 20 ათას კვ.მ მიწას მასზე განთავსებული შენობებიანად უპირობო აუქციონის წესით, 1 333 000 ლარად ყიდის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხეში, რუსთაველის ქ. N124-ის მიმდებარედ, აღნიშნული ტერიტორიის გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობა 6 წლის განმავლობაში ითხოვდა, საბოლოოდ 2019 წელს ახალციხის მერიას ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი, 38 ათასი კვ.მ გადაეცა, სადაც საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრისა და...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკეში, მარუხის გმირების ქუჩაზე გზის საფარის განახლება დაიწყო.
გამგეობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაზიანებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგ გზის ახალი საფუძველი მოეწყობა და დაიგება ასფალტი.
როგორც გემგეობაში განმარტავენ, ასფალტის საფარი სულ, 1 900 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე მოწესრიგდება.
დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები სოხუმის ქუჩის N7-ში დასრულდა.
"სამუშაოების ფარგლებში, კედლები დამუშავდა და შემდგომ შეიღება. დიდუბის რაიონის გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები 10 743 ლარით დააფინანსა.
ანალოგიური ტიპის პროექტი ბათუმის ქუჩის N29 ა-შიც მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება", - განმარტავენ გამგეობაში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გამგეობა...
ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ბორჯომის მერიის ცნობით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამუსიკო სკოლა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ და ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა გახსნეს.
როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და განახლდა შიდა...
კასპის სოფელ ქვემო გომში საჯარო სკოლა შენდება. 150 მოსწავლისათვის, სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება და მიმდინარე წელს დასრულდება. ამჟამად სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრის სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლის მშენებლობას, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებს. სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 360 000 ლარია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































