14 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
სკოლებთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიან სასწავლო პროგრამაზე სწავლობენ, პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლებში გაივლიან. ეს იქნება ერთწლიანი პრაქტიკა, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტებმა სამაგისტრო შრომები უნდა დაიცვან. ამ შრომისთვის საჭირო მასალები კი მათ ადგილზე, სკოლებში კვლევის საფუძველზე უნდა მოამზადონ.
300 კრედიტიანი სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.