კასპის სოფელ ქვემო გომში საჯარო სკოლა შენდება. 150 მოსწავლისათვის, სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება და მიმდინარე წელს დასრულდება. ამჟამად სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრის სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლის მშენებლობას, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებს. სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 360 000 ლარია.