ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკეში, მარუხის გმირების ქუჩაზე გზის საფარის განახლება დაიწყო.
გამგეობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაზიანებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგ გზის ახალი საფუძველი მოეწყობა და დაიგება ასფალტი.
როგორც გემგეობაში განმარტავენ, ასფალტის საფარი სულ, 1 900 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე მოწესრიგდება.