დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

379

დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები სოხუმის ქუჩის N7-ში დასრულდა.

“სამუშაოების ფარგლებში, კედლები დამუშავდა და შემდგომ შეიღება. დიდუბის რაიონის გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები 10 743 ლარით დააფინანსა.

ანალოგიური ტიპის პროექტი ბათუმის ქუჩის N29 ა-შიც მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება”, – განმარტავენ გამგეობაში.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს.

დაფინანსების მიღების პარალელურად, ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% და ზოგ შემთხვევაში 10% შეაგროვოს და ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს. აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, დანახარჯის გარეშე მოიწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები, ხოლო, ამხანაგობის ანგარიშზე განთავსებული თანხა სრულად მოახმაროს საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას.