გორის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავი-ატენის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა დაათვალიერა და როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, იმის გარდა, რომ საავტომობილო გზა სრულად რეაბილიტირდება და შედეგად ადგილობრივებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ პირობები, საგზაო ინფრასტრუქტურით სარგელობას ტურისტებიც შეძლებენ.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, ასევე, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე, ისე, სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი”, – აცხადებს შიდა ქართლის ადმინისტრაცია
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.