კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე გრუნტის გზის ნაცვლად ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
“კრწანისის რაიონის გამგეობამ ასფალტის ახალი საფარი 1000 კვ.მ-ზე გამოცვალა.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 27000 ლარი გამოიყო”, – განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 5000 კვ.მ-ზე მოწესრიგდა და სამუშაოები სხვადასხვა მისამართებზე აქტიურ ფაზაშია.