დაბა ასპინძის ცენტრში კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

550

დაბა ასპინძის ცენტრში კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტით გათვალისწინებულია: პარკში ადმინისტრაციული შენობის, ველო და საფეხმავლო ბილიკების, ორი შადრევნის, საპირფარეშოს, ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის, ჭადრაკის მოედნის, წყაროს, 9 აპრილის მონუმენტის, პარკის ტერიტორიის გამწვანების, პარკირების მოწყობა.

აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 836 948 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გია კონსტრაქმშენი’’.

დაბა ასპინძაში უახლოეს მომავალში ახალი რეაბილიტირებული, სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეიქმნება, განახლებული ინფრასტრუქტურით და დასვენების ადგილებით, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის და რეგიონის ტურისტული განვითარების კუთხით.