გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 731 326 ლარია.
ტენდერის გამოცხადებამდე მერიამ ერთ-ერთი კომპანიის დახმარებით პროექტი შეადგინა, რომელშიც მოცემული ინფორმაციაც მშენებელმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს.
“საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია მდგრადია და იმყოფება დამაკმაყოფილებელ პირობებში” , – ვკითხულობთ პროექტში.
გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად მერია 210-დღიან ვადას აძლევს. ტენდერზე წინადადებების მიღება 13 მაისს დასრულდება.