დიდუბის რაიონში ბაგრატიონის ქუჩაზე კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

424

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობის თხოვნით, ბაგრატიონის ქუჩის N70-ში მდებარე თბილისური ტიპის ეზოში საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაციას ახორციელებს.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, კიბის საფეხურები დამონტაჟდა და უსაფრთხოების მოაჯირი მოეწყო. ასევე, კონსტრუქციის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 838 ლარი გამოიყო.