„გამო-ხატე თანასწორობა“! - სამცხე-ჯავახეთში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩის ინიციატივის ფარგლებში სლოგანების კონკურსი ტარდება. "თუ 14-29 წლის ხარ და სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობ, ეს კონკურსი შენთვისაა. მოიფიქრე კრეატიული სლოგანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ და მიიღე მონაწილეობა კონკურსში „გამო-ხატე თანასწორობა“. გამარჯვებული სლოგანები სტენსილის სახით განთავსდება თანასწორობისა და მრავალფეროვნების კედელზე ახალციხეში. გამარჯვებული სლოგანების ავტორები სამახსოვრო სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგთანასწორობის ელჩები, რომლებიც ევროპის საბჭოს...
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელს მოაწერს. „ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებული შეთანხმების ტექსტს ხელს ვაწერ სამი რამის გამო: 1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები; 2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს; 3. არის შანსი, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა. -...
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ეკონომიკური ჰაბ ცენტრის კვლევების თანახმად, წინა წლებში, სამეგრელოს რეგიონის გარდა, საქართველოში სიგარეტით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სამეგრელოში, 2017 წელს აფხაზურ აქციზიანი სიგარეტების მოცულობა 6%-მდე დაფიქსირდა, 2018 წელს კი 14%-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები არ გაზრდილა. „ამჯერად, არამხოლოდ სამეგრელოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,...
მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის ამ გარიგებაში ვერ და არ შევა, რაც მისი...
წინა სტატია თქვენ ნახეთ, როგორ მოიქცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რაც აშშ-ის სენატში მკაფიოდ ითქვა, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს არის რუსული ინტერესების მომსახურება და არა საქართველოს მოქალაქეების სამსახური, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „მე ვფიქრობ, ზუსტად ახლა არის მომენტი, როდესაც ოპოზიციაში მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ...
წინა სტატია მმართველი გუნდი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მზად არის ხელი მოაწეროს ახალ შეთანხებას, თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 43%-მდე გაზრდის მაჩვენებლით. „ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს...
პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, შარლ მიშელის მედიაციით შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერონ. „ლელო” პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მასში არის გარკვეული საკითხები, რომელიც უნდა დაზუსტდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ”, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სხდომის შემდეგ. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები. დოკუმენტის...
პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ხელახლა განისაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე, რაც თავის მხრივ, უმრავლესობის შემადგენლობიდან ექვსი დეპუტატის გასვლას უკავშირდება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელეს. პარლამენტის ახალშექმნილ კულტურის კომიტეტის წევრთა რაოდენობა იზრდება და 10-ის ნაცვლად, 11 წევრი იქნება, ხოლო რვა კომიტეტში წევრების რაოდენობა მცირდება. კომიტეტმა აღნიშნულ საკითხს კენჭისყრით დაუჭირა მხარი. კომიტეტის გადაწყვეტილება დღესვე ბიუროს წარედგინება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია ოთხი დღით შეჩერდება. ამის შესახებ განცხადებას ცენტრი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის ფაიზერის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიარა. ,,გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო,”-ნათქვამია განცხადებაში. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა: "ყველაფერი კეთდება...
ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და TECH Friends of Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმება ონლაინფორმატში მოხდა, რომლის დროსაც მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და 2003–2009 წლებში აშშ-ის სენატორმა მინესოტიდან ​ნორმ კოულმანმა (Norm Coleman). ღონისძიებას უძღვებოდა სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ბერიძე. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის...
„სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, წარმოდგენილი 5- პუნქტიანი დოკუმენტი არ არის იდეალური. “დოკუმენტი, მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია ყველამ ერთად ვაქციოთ დიდი...
პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში შესვლასა და მანდატით სარგებლობას არ აპირებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ევროპული საქართველოდან“ წამოსვლის შემდეგ მანდატით სარგებლობა, არასწორი იქნება. „დეპუტატი არ ვარ და არ ვიქნები, პარტიიდან წამოსვლა ნიშნავს სიიდან წამოსვლას. უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა. ახლა კონსულტაციებს გავდივარ ოპოზიციასთან და ზოგადად დამოკიდებულებას მერე ვიტყვი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
წინა სტატია "გირჩის" სამი ლიდერი პარლამენტის შენობაში მივიდა. როგორც პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, ისინი მათი 7 მოთხოვნის შესრულებისთვის იბრძოლებენ. ხვიჩიას განცხადებით, თუ 1 მაინც დაკმაყოფილდება, პლენარულ დარბაზშიც შევლენ. "კეთილი იყოს გირჩის ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში. ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. 7 საკითხი, რომელიც გირჩს აწუხებს იქნება მთავარი...
დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ. „დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება ამ დოკუმენტის განხილვა. ეს დოკუმენტი არის მაქსიმალურად შეჯერებული...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მინაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში არის საკითხები, რომლებიც მათთვის ბუნდოვანია. "ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი, "ნაციონალური მოძრაობა" ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს. პირველ რიგში, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ არის საუბარი გირაოზე და თქვენ იცით ჩვენი პოზიცია გირაოზე. ასევე, არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით,...
წინა სტატია „გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა. „ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ