თალაკვაძე: ზუსტად ახლა არის მომენტი, როდესაც ოპოზიციაში მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ ემსახურება ჩვენი მტრებისა და მოწინააღმდეგეების ინტერესებს

389

წინა სტატია

თქვენ ნახეთ, როგორ მოიქცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რაც აშშ-ის სენატში მკაფიოდ ითქვა, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ეს არის რუსული ინტერესების მომსახურება და არა საქართველოს მოქალაქეების სამსახური, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვფიქრობ, ზუსტად ახლა არის მომენტი, როდესაც ოპოზიციაში მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ ემსახურება ჩვენი მტრებისა და მოწინააღმდეგეების ინტერესებს და ვინ სცემს პატივს, ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ინტერესებსა და თავის საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.