ელენე ხოშტარია: დეპუტატი არ ვიქნები, უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა

435

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში შესვლასა და მანდატით სარგებლობას არ აპირებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ევროპული საქართველოდან“ წამოსვლის შემდეგ მანდატით სარგებლობა, არასწორი იქნება.

„დეპუტატი არ ვარ და არ ვიქნები, პარტიიდან წამოსვლა ნიშნავს სიიდან წამოსვლას. უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა. ახლა კონსულტაციებს გავდივარ ოპოზიციასთან და ზოგადად დამოკიდებულებას მერე ვიტყვი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.