NCDC: სააღდგომო არდადეგების გამო აპრილის ბოლოს ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდება

409

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია ოთხი დღით შეჩერდება. ამის შესახებ განცხადებას ცენტრი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის ფაიზერის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიარა.

,,გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო,”-ნათქვამია განცხადებაში.

ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა: “ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი”.