„გამო-ხატე თანასწორობა“! – სამცხე-ჯავახეთში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩის ინიციატივის ფარგლებში სლოგანების კონკურსი ტარდება.
“თუ 14-29 წლის ხარ და სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობ, ეს კონკურსი შენთვისაა. მოიფიქრე კრეატიული სლოგანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ და მიიღე მონაწილეობა კონკურსში „გამო-ხატე თანასწორობა“. გამარჯვებული სლოგანები სტენსილის სახით განთავსდება თანასწორობისა და მრავალფეროვნების კედელზე ახალციხეში. გამარჯვებული სლოგანების ავტორები სამახსოვრო სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგთანასწორობის ელჩები, რომლებიც ევროპის საბჭოს კამპანიის ”მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შეირჩნენ, ახორციელებენ საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს, რათა წვლილი შეიტანონ თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაში.
კონკურსის დეტალებსა და პირობებს გაეცანით ბმულზე.