პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ხელახლა განისაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე, რაც თავის მხრივ, უმრავლესობის შემადგენლობიდან ექვსი დეპუტატის გასვლას უკავშირდება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელეს.
პარლამენტის ახალშექმნილ კულტურის კომიტეტის წევრთა რაოდენობა იზრდება და 10-ის ნაცვლად, 11 წევრი იქნება, ხოლო რვა კომიტეტში წევრების რაოდენობა მცირდება.
კომიტეტმა აღნიშნულ საკითხს კენჭისყრით დაუჭირა მხარი. კომიტეტის გადაწყვეტილება დღესვე ბიუროს წარედგინება.