ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. როგორც მუნიპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ბორჯოში პარკირება უფასოა".
მერიაში აცხადებენ, რომ 10 აბრა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კოსტავას მოედნისა და ცენტრალური ისტორიული პარკის მიმდებარედ განთავსდა.
„პარკინგის ზონის ამსახველი საგზაო ნიშანი საკურორტო ქალაქის ვიზიტორების ინფორმირების მიზნით განთავსდა“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაბა ახალდაბაში სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის მოწყობა მიმდინარეობს, - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოები სასმელი წყლის დებეტის გაზრდის მიზნით ხორციელდება.
"სამუშაოები, რომელსაც შპს „უნივერსალ-სერვისი“ ახორციელებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 120 846 ლარით ფინანსდება", - განმარტავენ მერიაში.
მერიის ინფორმაციით, მაგისტრალური მილსადენის მოწყობა ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე მოქალაქეების აქტივობა მაღალია.
მისივე თქმით, ეს მათ ეხმარებათ, რომ დარეგისტრირებულთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრონ, რომელი ვაქცინა იქნება მეტად მისაღები მოქალაქეებისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაღალი აქტივობა პორტალზე, სადაც მათ შეუძლიათ, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ეს ჩვენ გვეხმარება, სწორად მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელი ვაქცინა იქნება მეტად მისაღები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინებზე...
წინა სტატია
უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება. საბაგირო ხაზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივ კორპუსებსა და ბიბლიოთეკას აკავშირებს ბაგებთან. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წთ-ს არ აღემატება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, საბაგირო ხაზის პირველი მგზავრები თსუ რექტორი გიორგი...
ბორჯომში, ლიკნის დასახლებაში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას ადგილობრივებთან ერთად გაეცნენ.
მათივე ცნობით, სპორტული მოედნის მოწყობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ იგეგმება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები დაიწყო.
ჩოხატაურის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ჯვარცხმა - ინტაბუეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო/ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 234 236 ლარს შეადგენს.
ასევე, სოფელ ხიდისთავში ანა კალანდაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია გაგრძელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 173 775 ლარს შეადგენს.
ჩვენი თხოვნაა, აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასურველია ისევ მოხდეს ძირითადი ტაძრების რადიოფიცირება და მრევლის ძირითადი ნაწილი იყოს გარეთ.
„დღეს იყო ეს საკითხი განხილული, გვექნება საპატრიარქოსთან კონსულტაციებიც. ჩვენი თხოვნაა აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის...
წინა სტატია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უქმე დღეებში მუშაობას ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები გააგრძელებენ.
მისივე თქმით, უქმე დღეების გამოცხადებამდე დეტალები კიდევ დაზუსტდება და შესაძლოა დამატებითი განმარტებებიც გაკეთდეს.
,,ჩვენ ვაზუსტებთ იმ სეგმენტებს, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას, ეს გახლავთ ჯანდაცვაში გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გადმოცემული სტრატეგიული ობიექტების...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის შეზღუდვა არ იგეგმება.
მისივე თქმით, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, რის შემდეგაც, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს.
„ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე არ არის. თუმცა, სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღეა. ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში, ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა...
მიმდინარე წლის 22 აპრილს 14 საათზე, დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის დოკუმენტაციის ავტორებთან და იმ კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებთან, რომელნიც ჩართულნი არიან განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესში. ინფორმაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს.
შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ჩაერთოს დოკუმენტის დეტალურად განხილვაში, რათა ყველა საკვანძო საკითხი შეჯერდეს მოსახლეობასთან.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო. ამ დროისთვის სოფელში რამდენიმე კილომეტრი წყლის ქსელები უკვე მოეწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ 24-საათიან წყალმომარაგებით ათასამდე ოჯახი ისარგებლებს.
წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს. სოფლებში: ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში პროექტი დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება.
პროექტის...
ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, ისნის რაიონში, დოესის, ჯორჯ ბუშის, ლობჟანიძის, საინგილოს ქუჩებზე, სოფრომაძის პირველ შესახვევში და წულუკიძის პირველ შესახვევში, ასევე, ვაზისუბანში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.
ირაკლი თავართქილაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, შესაბამისი...
მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია 5 000 000 ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს, რაც როგრც ახალ პროექტებს, ასევე, არსებულის რეაბილიტაცია-განახლებას ითვალისწინებს.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, სოფელ საციხურში, სასოფლო კლუბის დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 34 276 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 აპრილს დაიწყო და 23 ივნისს დასრულდება, რომელსაც შ.პ.ს „იაკობი“ ახორციელებს", - ამბობენ მერიაში.
მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზა აღდგენილია, - აცხადებენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელმა გზამ რამდენიმე ათეული წელია, რაც თავისი ფუნქცია დაკარგა.
"გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლებია ითხოვს. მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის აღდგენის სარეაბილიტაციო სამუშაოები, წლების შემდეგ, პირველად ჩატარდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები და აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი", - განმარტავენ მერიაში.
ამასთან, სენაკის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელება, სენაკის...
მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხოჯორნამდე მისასვლელი, 2 784მ. სიგრძის გზის მშენებლობის პროცესი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 727 987 ლარს შეადგენს.
ასევე, სოფელ ყიზილაჯლოში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში, ადგილზე 210 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ინფრასტრუქტურა ეწყობა. სამშენებლო სამუშაოებზე სულ 700 000- მდე ლარია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრში...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ასფალტო–ბეტონის დაგება მიმდინარეობს.
სამტრედიის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს ,,არქეპოლის–ი" აწარმოებს.
ასევე, მათივე ინფორმაციით, დაიგეგმა ნაბაკევის საბავშვო ბაგა–ბაღის ეზოს კეთილმოწყობაც.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































