ბორჯომის მერია: კოსტავას მოედნისა და ცენტრალური პარკის მიმდებარედ საგზაო ნიშნები დამონტაჟდა

1153

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. როგორც მუნიპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ბორჯოში პარკირება უფასოა”.

მერიაში აცხადებენ, რომ 10 აბრა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კოსტავას მოედნისა და ცენტრალური ისტორიული პარკის მიმდებარედ განთავსდა.

„პარკინგის ზონის ამსახველი საგზაო ნიშანი საკურორტო ქალაქის ვიზიტორების ინფორმირების მიზნით განთავსდა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.