სენაკის მერია: მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

522

მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზა აღდგენილია, – აცხადებენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელმა გზამ რამდენიმე ათეული წელია, რაც  თავისი ფუნქცია დაკარგა.

“გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლებია ითხოვს. მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის აღდგენის სარეაბილიტაციო სამუშაოები, წლების შემდეგ, პირველად ჩატარდა.

აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები და აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი”, – განმარტავენ მერიაში.

ამასთან, სენაკის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

პროექტს, რომლის ღირებულება 524 454 ლარს შეადგენს, სს ,,არქეოპოლისი“ აწარმოებს.