სიღნაღის სოფელ ჯუგაანსა და კიდევ 4 სოფელში წყალმომარაგების პროექტი დაიწყო

398

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი დაიწყო. ამ დროისთვის სოფელში რამდენიმე კილომეტრი წყლის ქსელები უკვე მოეწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ 24-საათიან წყალმომარაგებით ათასამდე ოჯახი ისარგებლებს.

წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს. სოფლებში: ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში პროექტი დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.