მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხოჯორნამდე მისასვლელი, 2 784მ. სიგრძის გზის მშენებლობის პროცესი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 727 987 ლარს შეადგენს.
ასევე, სოფელ ყიზილაჯლოში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში, ადგილზე 210 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ინფრასტრუქტურა ეწყობა. სამშენებლო სამუშაოებზე სულ 700 000- მდე ლარია გამოყოფილი. პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრში დასრულდება და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ თამარისში. ადგილზე კომპლექსური სპორტული და ფიტნეს დარბაზები, ასევე ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი სივრცეები ეწყობა. სამუშაოები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 403 354 ლარითაა დაფინანსებული.